შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
სულხან გელაშვილი![]()
ბიოგრაფიასულხან გელაშვილი დაიბადა 1938 წლის 30 სექტემბერს ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლში. საშუალო განათლება მიიღო სოფელ წაღვლისა და ალის საჯარო სკოლებში. 1961 წელს შევიდა შრომის წითელი დროშის ორდენის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში და 1967 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი სპეციალობით მეღვინეობის ტექნოლოგია და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1961-1969 წლებში მუშაობდა „სამტრესტის’’ შამპანური ღვინოების ქარხანაში ტექნოლოგად. 1969-1973 წლებში მუშაობდა „სამტრესტის’’ შრომისა და შემდგომ მუკუზანის ღვინის ქარხანაში ოსტატ მეღვინედ. 1973-1977 წლებში საქმიანობდა ველისციხის ღვინის ქარხანაში ღვინის ტექნოლოგად, ხოლო 1977-1982 წლებში გურჯანიის საკუპაჟე ბაზაში ინჟინერ ტექნოლოგად. 1982 წელს გურჯაანის საკუპაჟე ბაზაში დაინიშნა ჯერ უბნის უფროს ოსტატად, ხოლო ერთი წლის შემდეგ მთავარ მეღვინედ და 1986 წლამდე იკავებდა ამ თანამდებობას. 1986-2001 წლებში იყო გურჯაანის ღვინომასალების დამმუშავებელ ქარხანაში (სს „კოტეხი - ღვინის ქარხანა’’) მთავარი ტექნოლოგი. 2001-2009 წლებში ვაზიანის ღვინის ქარხნის ცქრიალა ღვინოების საამქროში იკავებდა ღვინის ინჟინერ-ტექნოლოგის თანამდებობას. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |