The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



სულხან გელაშვილი

სულხან გელაშვილი
Date of birth:30 September, 1938  (85 years)
Category:Manufacturer

Biography

სულხან გელაშვილი დაიბადა 1938 წლის 30 სექტემბერს ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლში. საშუალო განათლება მიიღო სოფელ წაღვლისა და ალის საჯარო სკოლებში.

1961 წელს შევიდა შრომის წითელი დროშის ორდენის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში და 1967 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი სპეციალობით მეღვინეობის ტექნოლოგია და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

1961-1969 წლებში მუშაობდა  „სამტრესტის’’ შამპანური ღვინოების ქარხანაში ტექნოლოგად.

1969-1973 წლებში მუშაობდა „სამტრესტის’’ შრომისა და შემდგომ მუკუზანის ღვინის ქარხანაში ოსტატ მეღვინედ. 1973-1977 წლებში საქმიანობდა ველისციხის ღვინის ქარხანაში ღვინის ტექნოლოგად, ხოლო 1977-1982 წლებში გურჯანიის საკუპაჟე ბაზაში ინჟინერ ტექნოლოგად.

1982 წელს გურჯაანის საკუპაჟე ბაზაში დაინიშნა ჯერ უბნის უფროს ოსტატად, ხოლო ერთი წლის შემდეგ მთავარ მეღვინედ და 1986 წლამდე იკავებდა ამ თანამდებობას.

1986-2001 წლებში იყო გურჯაანის ღვინომასალების დამმუშავებელ ქარხანაში (სს „კოტეხი - ღვინის ქარხანა’’) მთავარი ტექნოლოგი.

2001-2009 წლებში ვაზიანის ღვინის ქარხნის ცქრიალა ღვინოების საამქროში იკავებდა  ღვინის ინჟინერ-ტექნოლოგის თანამდებობას.

ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი.