The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ანდრო ვაშალომიძე

ანდრო ვაშალომიძე
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

ანდრო ვაშალომიძე დაიბადა  1951 წლის 26 დეკემბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში.1969 წელს დაამთავრა შემოქმედის საშუალო სკოლა, 1974 წელს კი პოლიტექნიკური ინსტიტუტი  , ინჟინერ –ელქტრიკოსის პროფესიით.

 1995 წლიდან ანდრო ვაშალომიძე დაინტერესდა გურული ვაზით და დაიწყო მივიწყებული , გადაშენების პირას მისული გურული ენდემური ვაზის ჯიშების მოძიება. მოიძია : საკმიელა , თეთრი კაიკაციშვილისეული, მტრედისფეხა, ბადაგი , თეთრი ჩხავერი დ სხვა.

  ანდრო ვაშალომიძის მიერ მოძიებული ჯიშების ნიმუშები ამჟამად თავმოყრილია ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში , სადაც ანდრო ვაშალომიძის მიერ  შეტანილია 140–ზე მეტი ვაზის ჯიშის ნიმუში , რომელთა იდენტიფიკაციაზეც მუშაობენ( ჯერ მხოლოდ რამდენიმე ჯიშია ამოცნობილი).

 "საკმიელას"ღვინომ ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალზე  2011 წელს ოქროს , ხოლო 2015 წელს ვერცხლის მედლები დაიმსახურა .

 ანდრო ვაშალომიძეს საკუთარ ნაკვეთში 15 გურული რჩეული ვაზის ჯიში აქვს გაშენებული რომლისგანაც მცირე რაოდენობის , მაგრამ მრავალფეროვან ღვინოს აყენებს და მონაწილეობს სხვადასხვა ღვინის ფესტივალებსა თუ დეგუსტაციებში.