The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



შენგელი კიკილაშვილი

შენგელი კიკილაშვილი
ოფიციალური სახელი:შენგელი კიკილაშვილი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1994  (30 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

 შენგელი კიკილაშვილი დაიბადა 1994 წლის შვიდ აპრილს , ქალაქ სიღნაღში.  2012 –2016 წლებში სწავლობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მეღვინეობა–მევენახეობის განხრით . 2018 წელს დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართული მეღვინეობა- მევენახეობის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. მონაწილობდა სხვადასხვა პროექტებში , სამეცნიერო ფორუმებში : ველური ვაზის საკოლექციო შესწავლა ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე, ქართული ვაზის ჯიშების შესწავლა და პოპულარიზაცია , ველური ვაზის vitisvinifera silverti gmel-ის მოძიება და შესწავლა საქართველოში. ველური ვაზის vitis vinifera l.ssp.sylvestris9 (gmelin) hegi - ის მოძიება და დაცვა საქართველოში. 2018 წელს მუშაობდა ღვინის ლაბორატორიაში , ღვინის ანალიზების მეთოდიკის ათვისების განხრით . 2017 წლიდან მუშაობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში , თანამდებობა – ახალგაზრდა მეცნიერი , მოვალეობები: სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა . არის ავტორი სამეცნიერო სტატიების, თანაავტორი წიგნისა: სკრის კოლექციის ამპელოგრაფია.