The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ალექსანდრე კვერნაძე

ალექსანდრე კვერნაძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე კვერნაძე
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1955
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 2019  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

 

ალექსანდრე კვერნაძე დაიბადა ქ. თბილისში 1955 წლის 19 თებერვალს.

დაამთავრა ქ. თბილისის #47 სკოლა.

მოკლე ჩამონათვალი იმისა, რაც მოასწო ბ-მა ალექსანდრემ...

 ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი; საქართველოს აკრედიტირებული პატენტრწმუნებული; საოჯახო მარან "Alexander Distillery”-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
 მეღვინეობის სფეროში ორი გამოგონების და ერთი სასარგებლო მოდელის ავტორი და პატენტმფლობელი: 1. "არყის სახდელი მოწყობილობა" 2. " ქვევრის გასარეცხი მოწყობილობა კავიტაციური მეთოდის გამოყენებით" 3. პირველი ქართული ვისკი " ALEXANDER”- ის ავტორი. Alexander Distillery არის მსოფლიოში ერთადერთი სახდელი, სადაც დურდოს ფერმენტაციისთვის და დისტილატის მისაღებად გამოიყენება ქვევრი, როგორც სადისტილაციო აპარატი. გამოსახდელი მოწყობილობა და ტექნოლოგია საქართველოში დაპატენტებულია როგორც გამოგონება .

* პროფესიით ფიზიკოსი, სპეციალობით „ლითონთა ფიზიკა“... მუშაობდა სტაბილური იზოტოპების ს/კ ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკის და სეისმოლოგიის ინსტიტუტში, ოპტიკური ჰოლოგრაფიის ლაბორატორიაში, ამ პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

* არის მონოგრაფიის „ოპტიკური ინტერფერომეტრია“ ავტორი;

* იყო ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „Caucas Patent”-ის დამფუძნებელი, პარტნიორი და დირექტორი...

*საქართველოს სავაჭრო - სამრექველო პალატაში საინფორმაციო განყოფილების უფროსი. მისი უშუალო მონაწილეობით საქართველოში დაფუძნდა საქონლის ავტომატური იდენტიფიკაციის და ნუმერაციის (ე.წ შტრიხ-კოდების) საერთაშორისი ორგანიზაცია EAN International-ის საქართველოს ეროვნული ორგანიზაცია EAN Georgia, რომლის გამგეობასაც ხელმძღვანელობდა 2004 წლამდე.

* იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საქართველოს ნაციონალური კომიტეტის ინტელექტუალური კომისიის თავმჯდომარე...

* იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრი.

* 2005 წ. ხელმძღვანელობდა USAID-ის და GEGI-ს მიერ დაფინანსებულ პროგრამას „პროდუქციის ფასლიფიკაციის პრევენცია საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სრულყოფილი გზით“.

* მისი ავტორობით დაისტამბა მონოგრაფია „გეოგრაფიული აღნიშვნები კომერციულ პრაქტიკაში“...

* იყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის - “WIPO”-ს (World Intelectual Property Organization) აკადემიის ერთადერთი სერტიფიცირებული სპეციალისტი საქართველოს მასშტაბით.

* იყო ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA) წევრი ინტელექტუალური საკითხების დაცვის სფეროში...

* იყო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (AIPPI) საქართველოს ეროვნული ჯგუფის წევრი. AIPPI არის ელიტარული მეცნიერული ასოციაცია.

* გარდა ამ ყოველივესი იყო „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების (GG&MW) კომპანიის წარმომადგენელი ინტერექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში. მისი უშუალო ინიციატივით შემუშავდა და განხორციელდა „ბორჯომი“-ს კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში, რუსეთში, მადრიდის შეთანხმების ქვეყნებში. იყო რამოდენიმე მსხვილი ქართული და უცხოური ფირმის წარმომადგენელი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში.

  2005 წელს მონაწილეობდა ქალაქ იზმირის საერთაშორისო გამოფენაში; ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი. 

 2005 – წელი მონაწილეობდა ბელგიაში და ნიდერლანდებში (ქ. ბრიუელსი, ქ.ამსტერდამი) ქართული ღვინის საერთაშორისო გამოფენაში: ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი.

 2005– წელი ბელგიაში და ნიდერლანდებში (ქ. ბრიუესლი, ქ. ამსტერდამი) ქართული ღვინის პრეზენტაციის ორგანიზება საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

2005 – წელი მონაწილეობდა ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალში, ბათუმი – სიგელი.

2013 – წელი მონაწილეობდა ექსპო ჯორჯიას გამოფენაში, თბილისი–თბილისი ქვევრის საწმენდი დანადგარი; დიპლომი.

2015, 2016, 2017, 2018, 2019 წლები მონაწილეობდა ახალი ღვინის ფესტივალი, თბილისი – სიგელი.

2017 წელს მონაწილებდა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში "Welcome to Georgia" თბილისი, ღვინის ტურიზმი–სიგელი.

2018 წელი – მონაწილეობდა ფერმერთა ასოციაციის დაჯილდოებაში – ჯილდო; წლის ინოვაციური ტექნოლოგია.

ალექსანდრე კვერნაძე გარდაიცვალა 2019 წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში.