The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ნია ნაცვილიშვილი

ნია ნაცვილიშვილი
ოფიციალური სახელი:ნია ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:4 სექტემბერი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

 ნია ნაცვლიშვილი დაიბადა ქ.თბილისში 1957 წ. 4 სექტემბერს.

დაამთავრა ქ.თბილისის 130-ე საშ. სკოლა.

განათლება და პროფესიული გამოცდილება:

* ივ.ჯავახიშვილის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტი;

* საქ.მეცნიერებათა აკადემიის ალ.ნათიშვილის ექსპერიმენტული მორფოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;

* ქ.მოსკოვის მ.ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკულტეტი, ნეიროფიზიოლოგიის კათედრა - ასპირანტი, კათედრის ლექტორი;

* სამეცნიერო ხარისხი შესრულებულია და დაცულია ქ. მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოზე;

* ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრა - ასოცირებული პროფესორი;

* 18 წელი ლექტორად მუშაობის გამოცდილება;                                                                                                გრ. რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი "Alma Mater”- თეორიული მედიცინის კათედრის გამგე; ლექტორი სალექციო კურსის ავტორი - 1. ემბრიოლოგია, ციტოლოგია, ჰისტოლოგია; 2. პათოფიზიოლოგია

* სამი გამოგონების და გამოგონებაზე პატენტის ავტორი და მფლობელი, მათ შორის ორი თეორიულ მედიცინაში და ერთი პრაქტიკულ მედიცინაში -                                                                                                              ნეიროფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

   * რუსეთის ფედერაციის პატენტი - AP №2057530;

   *რუსეთის ფედერაციის პატენტი - AP №9303305;

   *საქართველოს პატენტი - P #4249

   *47 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.                                                                                                       მეუღლის ალქსანდრე კვერნაძის გარდაცვალების შემდეგ საოჯახო მარან "Alexander Distillery”-ს მფლობელი და ხელმძღვანელი. მარანი აწარმოებს იშვიათ, სასაჩუქრე ღვინოებს "ასურეთული" და " შარბათ-ტიფლისი", ჭაჭა "”Alexander” და პირველ ქართულ ვისკის "Alexander”-ს. დისტილატის გამოხდის ტექნოლოგია საქართველოში დაპატენტებულია როგორც გამოგონება. 

  2005 წელს მონაწილეობდა ქალაქ იზმირის საერთაშორისო გამოფენაში. 

 2005 – წელი მონაწილეობდა ბელგიაში და ნიდერლანდებში (ქ. ბრიუელსი, ქ.ამსტერდამი) ქართული ღვინის საერთაშორისო გამოფენაში.

 2005– წელი ბელგიაში და ნიდერლანდებში (ქ. ბრიუესლი, ქ. ამსტერდამი) ქართული ღვინის პრეზენტაციის ორგანიზება საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

2005 – წელი მონაწილეობდა ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალში.

2013 – წელი მონაწილეობდა ექსპო ჯორჯიას გამოფენაში.

2015, 2016, 2017, 2018, 2019 წლები მონაწილეობდა ახალი ღვინის ფესტივალი, თბილისი – სიგელი.