Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ნუკრი ხეთერელი (კუკური)![]()
Biographyკუკური (ნუკრი) ირაკლის-ძე ხეთერელი დაიბადა 1943 წელს 11 დეკემბერს ტყიბულის რაიონის სოფელ ცუცხვათში. 1949 წელს შევიდა ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1959 წელს. 1959 წელს შევიდა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1964 წელს, ინჟინერ - ტექნოლოგის კვალიფიკაციით. 1964 წელს განაწილებით წავიდა სამუშაოდ მოლდავეთის ს.ს.რ.- ში. 1965 მარტის თვიდან 1966 ივნისამდე მუშაობდა ნოვი-ანენის რაიონის ბულბოკის ღვინის ქარხნის ლაბორატორიის გამგედ. 1966 წლის ივნისიდან 1966 წლის ნოემბრამდე მოლდავეთის მთავარი სამართველოს ხარისხის ინსპექტორად სამხრეთ ზონაში. 1966 წლის ნოემბრიდან 1967 წლის ნოემბრამდე მოლდავეთის მეღვინეობის მთავარი სამართველოს ცენტრალური ლაბორატორიის ინჟინერ-ტექნოლოგად. 1968 წლის მაისიდან 1970 წლის ივნისამდე მუშაობდა თელავის რაიონის იყალთოს ღვინის ქარხანაში მეღვინე- ოსტატის თანამდებობაზე. 1970 წლის ივნისიდან მუშაობდა გურჯაანის რაიონის მუკუზანის საწარმოო გაერთიანების მუკუზნის №2 ღვინის ქარხანაში მეღვინე ოსტატად. 1970 წელს შევიდა და 1972 წელს დაამთავრა კვების მრეწველობის სახალხო უნივერსიტეტის საწარმოო ტექნიკური პროგრესის ფაკულტეტი. 1976 წლის მაისიდან 1981 წლის აპრილამდე მუშაობდა ირკუცკის ღვინის ქარხანაში წარმოება გასაღების ბაზაზე ჩამოსხმის ცეხში ოსტატად. 1986 წლის თებერვალში დაინიშნა და 1987 წლის აპრილს განთავისუფლთა პირადი განცხადების საფუძველზე წარმოების ინჟინერი ლენინგორის ექსპერიმენტალურ წარმოების განყოფილებაში. 1987 წლის მაისიდან 1988 წლის მაისამდე მუშაობდა საირმის საკალმახე მეურნეობაში დირექტორის მოადგილედ. 1988 წლის ივნისიდან 1989 წლის იანვრამდე მუშაობდა „თბილმარგარინპრომში“ მთავარ ოსტატად. 1990 წლის აპრილიდან დაინიშნა სავაჭრო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე „საქსურსათსაბითუმოვაჭრობის“ რ/გ. 1993 წლის თებერვალში გადაყვანილი იქნა მმართველის მოადგილედ და აგრეთვე დაევალა სავაჭრო განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება. 1994 წლის თებერვალს გადაყვანილი იქნა სახელმწიფო საწარმო „ბეღელში“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 1995 წლის 9 მარტს გარდაიცვალა.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |