The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დავით გადელია

დავით გადელია
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1939
გარდაცვ. თარიღი:20 ოქტომბერი, 1988  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

დავით გადელია დაიბადა 1939 წლის 1 აპრილს ქ. თბილისში. 1962 წელს ჩააბარა თბილისის სასოფლო-სამეურნეი ინსტიტუტში მეღვინე ტექნოლოგ-ინჟინრის ფაკულტეტზე. ამავდროულად მუშაობდა ღვინის N1 ქარხანაში.

სწავლის დასრულების შემდგომ 1969 წელს დაიწყო მუშაობა გომის სპირტის ქარხანაში ტექნოლოგად (ცვლის უფროსი).

1984 წლიდან მუშაობდა საგარეო ვაჭრობის საექსპორტო საქონლის ხარისხის ინსპექტირების დეპარტამენტში უფროსი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე.