The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გივი კაციტაძე

გივი კაციტაძე
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2023  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გივი კაციტაძე 1963-1968 წლებში სწავლობდა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში ტექნოლოგიის ფაკულტეტზე , ღვინის ტექნოლოგიის განხრით.  სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სამტრესტის თბილისის შამპანიური ღვინოების ქარხანაში , მეღვინის პოზიციაზე. შემდგომ იკავებს ღვინომასალების წარმოების ხელმძღვანელის პოზიციას . 1983 წლიდან გადაყვანილია თერჯოლის შამპანიური ღვინოების მშენებარე ქარხანაში .1993 წლიდან ქარხნის ფუნქციონირების შეწყვეტამდე იკავებდა მთავარი შამპანისტის პოზიციას. გივი კაციტაძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თერჯოლის შამპანიურის საერთაშორისო აღიარებაში (1990 წელს თერჯოლის ცქრიალა ღვინომ ჩეხეთში გამართულ კონკურსში ოქროს მედალი მიიღო).  გივი კაციტაძეს ყავდა მეუღლე ლონდა ხარებავა და ყავს ორი ქალიშვილი.