შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
გელა ყიფიანი![]()
ბიოგრაფიაგელა გედეონის-ძე ყიფიანი დაიბადა 1925 წლის 20 იანვარს ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სამამულო ომის დროს 1945 წლამდე გაწვეული სამხედრო სამსახურში სამხრეთის საზღვარზე. 1948 წელს სწავლა დაიწყო თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში რომელიც დაამთავრა 1955 წელს აგრონომის სპეციალობით. ამ პერიოდში მუშაობდა თბილისის # 1 ღვინის ქარხანაში მუშად. 1955 წელს სწავლა განაგრძო სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში რომელიც დაამთავრა 1960 წელს და მიენიჭა ინჟინერ ტექნოლოგის სპეციალობა. 1960 წელს მუშაობა დაიწყო ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარის ღვინის ქარხანაში ბრიგადირის თანამდებობაზე. მთელი შემდგომი პერიოდი მუშაობს ამავე ქარხანაში მეღვინე ტექნოლოგად, მთავარ მეღვინედ. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. გარდაიცვალა 2005 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |