Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ციალა კაჭარავა![]()
Biographyციალა კაჭარავა დაიბადა 1939 წლის 27 დეკემბერს, ჩხოროწყუში, ვარლამ კაჭარავას და ნადია ბახტაძის ოჯახში. 1957 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ჩხოროწყუს საჯარო სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ახლადგახსნილ ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. 1962 წელს წარჩინების დიპლომით დაასრულა მეღვინეობისა და ხილ-ბოსტნეულის ტექნოლოგიის კურსი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია (ეს გახლდათ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინე ტექნოლოგების პირველი - 1962 წლის გამოშვება). იმავე წელს, „სამტრესტის“ (საქართველოს სსრ ღვინის მრეწველობის საკავშირო-რესპუბლიკური სახელმწიფო კომიტეტი) რეკომენდაციით, დაიწყო მუშაობა თბილისის ახალგახსნილ #3 ღვინის ქარხანაში - იგივე ს/გ „თბილღვინო“ (შემდგომში სააქციო საზოგადოება, ამჟამად, კომპანია „თბილღვინო“). ამ ქარხანაში იმსახურა მან უწყვეტად 50 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციებზე, „თბილღვინოს“ არსებობისა და საქმიანობის ყველა ეტაპზე (1962-დან 2012 წლის ჩათვლით). ციალა კაჭარავას გაცილება აღინიშნა(72 წლის ასაკში) კომპანიის სამახსოვრო სიგელით .
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |