The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ნათაძე

ნოდარ ნათაძე
Date of birth:27 May, 1929
Date of death:13 November, 2022  (at 93 years)
Burial location:ვაკე-საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Scientist, Educator, Politician, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1957-1963 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1963-1969 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1969 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი მთაწმინდის №9 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის  პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პარტიული  სიით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი (1991); 1995 წლიდან არის საქართველოს ეროვნული სახალხო ფრონტის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე. მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "რენესანსის პრობლემა ქართულ მწერლობაში", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 270

Member of Organizations

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისია, თავმჯდომარე (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "რესპუბლიკელები", წევრი (1992-1995)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს სახალხო ფრონტი, გამგეობის თავმჯდომარე
  • საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო, წევრი (1989-1990)

Bibliography


Share: