Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თედო ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით 1971 წელს. 1972-1974წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზეპირი მეტყველების ლაბორატორიის ლაბორანტი; 1977-1989წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1989-1990წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1990-1991წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და ინფორმაციის სამმართველოს უფროსი; 1991-1991წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 1992-1992წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 1992-1994წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე; 1994-2002წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; 2003-2003წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში; 2003-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016 წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების საკითხებში მრჩევლი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდი: parliament.ge; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი: mfa.gov.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.422; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.196 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |