The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი
Date of birth:21 January, 1975  (49 years)
Category:Public official, Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი 1992 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1997 წელს; საგარეო  საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემია 1998 წელს; საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა (ENA) მაგისტრის ხარისხით საჯარო ადმინისტრაციაში (MPA) 2000 წელს.

1997-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი; 2000 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი; 2005 წელს მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი; 2006 წლიდან სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი; 2009 წლიდან მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე; 2010 წელს დაბრუნდა საქართველოში; 2012 წ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქიდან; 2012-2020წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 2020 წლის 29 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თანამდებობა დატოვა; 2019 წლის 13 სექტემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრის №365 ბრძანებით ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება დაეკისრა; 2020-2021წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2021 წლის 19 მარტს დაინიშნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.392; საქართველოს მთავრობა: gov.ge

Member of Organizations

  • პოლიტიკური პარტია "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები", წევრი (2010-2014)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები", წევრი (2012-2012)

Share: