The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიზა ბათიაშვილი

ლიზა ბათიაშვილი
Legal name:ელისაბედ ბათიაშვილი
Date of birth:7 March, 1979  (46 years)
Category:Artist, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში"(ვიოლინო); 1991 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში, სწავლობდა ჰამბურგის კონსერვატორიაში, 1993 წლიდან სწავლობდა მიუნხენის მუსიკისა და თეატერის უმაღლეს სკოლაში; თანამშრომლობს და გამოდის ევროპის წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან, კონცერტებით გამოდის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში; არის ჩრდილოეთ გერმანიის რადიოს სიმფონიური ორკესტრისა და ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის არტისტი; მის რეპერტუარშია: ს. ცინცაძე "ლალე", "ინდიმინდი", "სულიკო", 'საჭიდაო", ასევე: ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი, შუმანი, ჩაიკოვსკი, სიბელიუსი; გასტროლებით შემოიარა: ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, აზია; ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში, მისი მეუღლეა ცნობილი ჰობოისტი ფრანსუა ლელუ; ბათიაშვილი-ლელუს დუეტს თანამედროვე კომპოზიტორებმა მიუძღვნეს ორმაგი კონცერტები: გ. ყანჩელი(2007, პრემიერა), ფრანგი კომპოზიტორი ტ. ესკაიჰა(2014); მიღებული აქვს: MIDEM–ის პრემია, ცენტრალური მუსიკალური სკოლების საკავშირო კონკურსის სპეციალური პრიზი (ქ. ოდესა, 1989), დვარიონასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის I პრემია (ვილნიუსი, 1989), სიბელიუსის კონკურსის II პრემია (ფინეთი, 1995), "ECHO Klassik"-ის ორგზის გამარჯვებული ალბომისათვის "Choes of Time" (2011), ბერნსტაინის სახელობის კონკურსის I პრემია (2015), ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი (ბეთჰოვენის ფესტივალი), BBC–ის პროგრამა "New Generation Artists"–ის გამარჯვებული. ლიზა ბათიაშვილი საქართველოში მრავალ საქველმოქმედო კონცერტს მართავს; იგი შესულია მსოფლიოს საუკეთესო მევიოლინეთა სიაში.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 55


Share: