The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ჩერეპნინი

ალექსანდრე ჩერეპნინი
Date of birth:8 January, 1899
Date of death:29 September, 1977  (at 78 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

1917 წელს სწავლობდა პეტროგრადის, 1918 წელს თბილისის კონსერვატორიაში(საფორტეპიანო); მუსიკალური განათლება დაასრულა პარიზში(საფორტეპიანო, კონტრაპუნქტი).

მოღვაწეობდა როგორც მუასიკის კრიტიკოსი; 1919–1921წწ. იყო თბილისის დრამატული თეატრის დირექტორი; საქართველოს გასაბჭოებისთანავე დატოვა საქართველო; 1921–1948წწ. ცხოვრობდა საფრანგეთში; კონცერტებს მართავდა ევროპაში; 1934–1937წწ. იყო ჩინეთში, იაპონიაში, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ, მუსიკალურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას; იყო შანხაის კონსერვატორიის დირექტორი და პედაგოგი; 1949 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა აშშ–ში; 1967 წელს კონცერტები გამართა თბილისში; თხზულებები: ბალეტები, მათ შორის "შოთა რუსთაველი", რომელშიც ჩანს ინტერესი ქართული ფოლკლორისადმი, ქართული სიუიტა(1940, შესრულდა), კანტატა, 4 სიმფონია(1927–1957), 6 საფორტეპიანო კონცერტი(1920–1965), კამერულ–ინსტრუმენტული, კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები, რომანსები; კომპოზიტორ, დირიჟორ და პედაგოგ ნ. ნ. ჩერეპნინის ვაჟიშვილი; საფრანგეთში მოღვაწე რუსი პიანისტი, მუსიკის კრიტიკოსი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 531




Share: