Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოანიკე (მიტროპოლიტი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: ტულის გუბერნიის ნოვოსელსკის მაზრა. 1835-1839წწ. სწავლობდა ნოვოსელსკის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომ სწავლა განაგრძო ტულის სასულიერო სემინარიაში; დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით 1849 წელს. 1877-1882წწ. საქართველოს ეგზარქოსი; სტუდენტობის დროს იგი კიევ-პეჩორის ლავრაში აღიკვეცა ბერად; მალევე ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 1850 წელს – ბერმონაზვნად; 1856 წელს მიანიჭეს ექსტრაორდინარული პროფესორის წოდება და უბოძეს არქიმანდრიტის ხარისხი; 1861 წელს ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აყვანილი; 1864 წლის 12 იანვარს დაინიშნა სარატოვისა და ცარიცინის ეპარქიის მმართველად; 1873 წლის 13 ივნისს – ნიჟნინოვგოროდისა და არზამასის ეპისკოპოსად; 1877 წლის 14 თებერვალს სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს; იმავე წელს დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად; მოქნილი დიპლომატიური საქმიანობის წარმართვის მიზნით მან ქართული ენა იმდენად შეისწავლა, რომ ღვთისმსახურების დროს ზოგიერთ ფრაზას ქართულად წარმოთქვამდა; მისი ინიციატივით, აღმოსავლეთ საქართველოს სამღვდელოებას გადაეცა სანთლის ქარხნის შემოსავლები, რამაც ერთგვარად გააუმჯობესა მათი მატერიალური მდგომარეობა; მან გარკვეული შეღავათები დაუწესა სასულიერო სასწავლებლის პედაგოგებს, ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა სასულიერო-სამრევლო სკოლებში; მისი ინიციატივით 1879 წელს მცხეთის სამთავროს მონასტრიდან თბილისში გადმოიტანეს ქალთა საეპარქიო სასწავლებელი, ამ სასწავლებელთან არსებულ ობოლ ბავშვთა თავშესაფარს კი 40 ათასი რუბლი შესწირა; მან დიდი ყურადღება მიაქცია სასულიერო სასწავლებელში ქართული სასულიერო გალობის სწავლებას; 1882 წლის 27 ივნისიდან მოსკოვისა და კოლომნის მიტროპოლიტად გადაიყვანეს, შემდგომ კი კიევის ეპარქიის მიტროპოლიტი გახდა. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.326 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |