| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ქუთათელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1916-1918წწ. სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე; 1918 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1922-1924წწ. იყო ქართული დივიზიის პირველი პოლკის კლუბის გამგის მოადგილე; 1924-1926წწ. თბილისის მე-8 სკოლის, ხოლო 1928-1930წწ. მე-7 შრომის სკოლის პედაგოგი; 1930-1934წწ. - ცენტრალური პარტიული სკოლის ლექტორი; 1936-1940წწ. - ჟურნალ "მნათობის" რედაქციის, 1952 წლიდან კი საქართველოს მწერალთა კავშირის სექციის პროზის განყოფილების გამგე. ცალკე წიგნად არის გამოცემული მისი რომანები, ნოველები და ლექსები. ავტორია პოემისა "ბედი მდევარი"; მისი რომანი "პირისპირ", აგრეთვე ზოგიერთი მოთხრობა და ლექსი თარგმნილია რუსულ, ბელორუსულ, ჩეხურ, პოლონურ და ფრანგულ ენებზე. ავტორია ნაწარმოებებისა: "ხირსეს გველი" (პიესა), "შუაღამე გადავიდა" (პიესა), "მუზაეა", "გლოვა", "პარტიზანები", "გაიანე". მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.349; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.369; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

