The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1975  (48 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1997 წელს.

1995 წელს მუშაობდა სადაზღვევო კომპანია "ალდაგში"; 1996 წელს საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში; 1997-2002წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭშო; 2002 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრშო; 2002-2005წწ.  იყო ქ. ჟენევაში გაეროს ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 2006-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული სამმართველოს უფროსი; 2008-2012წწ. ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქმეთა დროებით რწმუნებული; 2012-2014წწ. საქართველოს ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში; 2014-2016წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში; 2016 წლის დეკემბრიდან არის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. დიპლომატიური რანგი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

წყარო: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდი: eu-nato.gov.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.41


გააზიარე: