The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მექი კედია

მექი კედია
Legal name:მელქისედეკ კედია
Date of birth:1878
Date of death:25 November, 1945  (at 67 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
Category:Public official, Lawyer

Biography

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის უფროსი.

ადრეული პერიოდიდან მუშაობდა ჟანდარმერიაში უბნის ინსპექტორად. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში არსებული კონტრრევოლუციური ელემენტების, სპეკულაციისა და ძარცვა-გლეჯის წინააღმდეგ საბრძოლველად, შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის ინიციატივით შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმი. 1918 წლის 26 ივლისს ეროვნულმა საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა კანონი განსაკუთრებული რაზმის შექმნისა და მისი უფლებამოსილების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის 1918 წლის 17 აგვისტოს №225 ბრძანებით, განსაკუთრებული რაზმის უფროსად მელქისედეკ კედია დაინიშნა, ხოლო მის ამხანაგად - პლატონ ფაჩულია. რაზმი თავდაპირველად 6 თვის ვადით შეიქმნა, შემდგომში ვადა 1920 წლის იანვრამდე გაგრძელდა, საბოლოოდ კი 1921 წლის მარტამდე მოქმედებდა. კედიას დაქვემდებარებაში არსებული რაზმი 131 შტატიანი და 16 შტატგარეშე თანამშრომლისგან შედგებოდა. კედიასა და მისი რაზმის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ბოლშევიკთა წინააღმდეგ ბრძოლა, მოსალოდნელი ამბოხისა თუ ტერორისტული აქტის გამოვლენა და აღკვეთა, სპეკულაციების აღკვეთა, ბოლშევიკთა და სპეკულიანტთა შეპყრობა წარმოადგენდა. 1918 წლის ბოლოს განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებდა სომხეთთან ომის მიმდინარეობის პირობებში თბილისში არსებულ ფარულ სომხურ ორგანიზაციებთან მიმართებაში. 1918-1921წწ. ათეულობით ფაქტი გამოაშკარავეს და დააკავეს სპეკულაციაში მხილებული დამნაშავეები. მელქისედეკ კედიას მიერ წარმოებული ეფექტური მუშაობის შედეგად ასობით ბოლშევიკი იქნა დაპატიმრებული საქართველოს წინააღმდეგ აგიტაციისა და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების ბრალდებით. კედია და რაზმი ებრძოდა ჯაშუშებს, 1919 წელს შეიპყრო სამხედრო სამინისტროს თანამშრომელი პავლე ნიკიტინი სამხედრო სამინისტროდან საქართველოს ტოპოგრაფიული მასალების ჩრდილოეთ კავკასიაში გატანის მცდელობის დროს. ხშირი იყო შემთხვევები კედიას მხრიდან ყალბი ფულისა და სავაჭრო საქონელის გამოვლენისა. 1920 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა მინისტრმა ნ. რამიშვილმა ოფიციალური ბრძანებით მადლობა გამოუცხადა მექი კედიას მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მექი კედია მთავრობის წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ემიგრაციაშიც ინარჩუნებდა კავშირს მთავრობასთან და მთავრობის დავალებით აწარმოებდა დაზვერვით საქმიანობას. 

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.220; kvirispalitra.ge


Share: