ხალხური: ლექსი ვეფხვისა და მოყმისა
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



  1      
  მოყმემა პირშიშველამა     მოყმე – ძვ: ვაჟკაცი, რაინდი, ჩაუქი. (წყარო: ბეროზაშვილი, თამარ, ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2007. - 327 გვ. ; 24 სმ.).  პირიშველი – ჯერ უწვერულვაშო, – პირტიტველი (წყარო: ბეროზაშვილი, თამარ, ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2007. - 327 გვ. ; 24 სმ.).
  შიბნ გაიარნა კლდისანი,     შიბი – კლდის წიბო (წყარო:ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი : ერთტომეული / საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნიერების ინ-ტი, ქართული ენციკლოპედია ; [მთ. რედ. არნ. ჩიქობავა, რედ. მ. ჭაბაშვილი, სარედ. კოლ.: ირ. აბაშიძე [და სხვ.]]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. რედაქცია, 1990 (წიგნ. ფ-კა). - 21 სმ.[MFN: 4107]).
  მოინადირნა, დალახნა
ბილიკნი ჭიუხისანი;
    ჭიუხვი – კუთხ. შიშველი, ფრიალო კლდე (წყარო: ბეროზაშვილი, თამარ, ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2007. - 327 გვ. ; 24 სმ.).
  შამახდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი, -
    ხორო – ხრო. ჯოგი (ჯიხვებისა, ირმებისა), ხროვა (მგლებისა.). (წყარო: ბეროზაშვილი, თამარ, ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2007. - 327 გვ. ; 24 სმ.).
  ჯიხვსა თოფ დახკრა ბერხენსა,     ბერხენი – ნადირის ღვთაებისაგან ჯოგში გამორჩეული, ნიშნიანი ჯიხვი (თ. რაზიკაშვილი). (წყარო: ბეროზაშვილი, თამარ, ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2007. - 327 გვ. ; 24 სმ.).
  ჭალას ჯახ იქნეს რქისანი;
შაღვარდა ვეფხვსა ნაწოლსა,
დრონ იყვნეს შუადღისანი,
ყმას ვეფხვი წამაუფრინდა,
თვალნი არისხნა ღვთისანი;
შაიბნეს ვეფხვი და მოყმე,
მაშინ დაიძრნეს მიწანი,
კლდეები ჩამაინგრივნეს,
შტონ დაილეწნეს ტყისანი;
ფარს იფარებს და ვერ ასწრებს,
ვეფხვნი ჩქარნია კლდისანი, -
     
  გაზით გაართვა კალთანი     გაზი – კლანჭი, ბრჭყალი (მტაცებელი ფრინველისა, ცხოველისა) (წყარო: ბეროზაშვილი, თამარ, ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2007. - 327 გვ. ; 24 სმ.).
  ჯაჭვისა, ჯავშანისანი;     ჯავშანი (ჯავშანი – 1. ლითონის სამოსელი, რომელსაც იცვამდნენ მეომრები იარაღისაგან თავის დასაცავად. 2. ფოლადის ფურცლები (ან ფილები) რომლებითაც ფარავენ ტანკებს, სამხედრო გემების, ავტომობილების და მისთანების ზედაპირს. 3. ზოგიერთი ცხოველის მტკიცე რქოვანი საფარი. 4.უფლება რაიმეთი სარგებლობისა || სააიმისო საბუთი. (წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
  მოყმემაც ხელში იყარნა
ვადანი თავის ხმლისანი,
    ვადა – ხმლის ხელის მოსაკიდი ნაწილი, სახელური, ტარი. (წყარო: ბეროზაშვილი, თამარ, ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2007. - 327 გვ. ; 24 სმ.).
  მაშინ გაუჭრა ფრანგულმა,     ფრანგული – ძვ. „ერთგვარი ხმალი“ . (წყარო:ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი : ერთტომეული / საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნიერების ინ-ტი, ქართული ენციკლოპედია ; [მთ. რედ. არნ. ჩიქობავა, რედ. მ. ჭაბაშვილი, სარედ. კოლ.: ირ. აბაშიძე [და სხვ.]]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. რედაქცია, 1990 (წიგნ. ფ-კა). - 21 სმ.[MFN: 4107]).
  ძალნ შაეწივნეს ცისანი;
ვეფხვი კლდეთ გარდაეკიდა,
დროც იყვნეს წაქცევისანი,
თავადაც კლდისთავს შამოწვა,
ჩამააწითლნა ქვიშანი...
 
2
 
იარებოდა დედაი
ტირილით, თვალცრემლიანი:
„ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია
     
  გაჯავრებული, ტიალი;     ტიალი – ტიელი, ოხერი, შეჩვენებული, წყეული, უპატრონო. (წყარო: ბეროზაშვილი, თამარ, ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2007. - 327 გვ. ; 24 სმ.).
  ვეფხვს ხმლით და ჩემს შვილს ტოტითა
დღე დაუბნელდათ მზიანი;
     
  არც ვეფხვი იყო ჯაბანი,     ჯაბანი – მშიშარა, ლაჩარი, მხდალი. (წყარო: ბეროზაშვილი, თამარ, ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2007. - 327 გვ. ; 24 სმ.).
  არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი;     ჭკვიანი – თვინიერი, მორჩილი. (წყარო: ბეროზაშვილი, თამარ, ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2007. - 327 გვ. ; 24 სმ.).
  მათ დაუხოცავ ერთურთი,
არ დარჩეს სირცხვილიანნი“...
     
  ტირილით წყლულებს უხვევდა     წყლული – ჭრილობა, იარა. (წყარო:ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი : ერთტომეული / საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნიერების ინ-ტი, ქართული ენციკლოპედია ; [მთ. რედ. არნ. ჩიქობავა, რედ. მ. ჭაბაშვილი, სარედ. კოლ.: ირ. აბაშიძე [და სხვ.]]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. რედაქცია, 1990 (წიგნ. ფ-კა). - 21 სმ.[MFN: 4107]).
  დაჭრილსა ვეფხვის კლანჭითა:
„შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ,
     
  დაქანცული ხარ ჯაფითა,     ჯაფა – არაბ. მძიმე შრომა. (წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
  ეგ შენი ჯაჭვის კალთები
ოხერმა როგორ დაფლითა?!
შენც იმის საფერ ყოფილხარ,
აღარც შენ დააცალია,
ვეღარც შენ დაიფარიე
შენ ხელთ ნაქონი ფარია,
ვეღარცა ვეფხვმა ტოტები,
ხმალმა დაკუწა ძვალია;
ამის მეტს აღარ გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია,
     
  ლაშქარში, მეკობარშია     ლაშქარი – დიდი ჯარი (წყარო: ორბელიანი, სულხან-საბა (1658-1725) ლექსიკონი ქართული / მოამზადა... ილია აბულაძემ ; [რედ.: ელ. მეტრეველი, ც. ქურციკიძე] ; საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ. : მერანი, 1991. - 20სმ.)
  არ იყავ საწუნარია;
მშვიდობით! ჯვარი გეწეროს!
ეგეც სამარის კარია! -
ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე
ვეფხვებთან მეომარია!“
 
3
 
ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვითამ ვეფხვი იმის შვილს
ტანზეით ახყრის რკინასა,
ხან ვითამ იმის შვილმ სძლივის,
     
  ვეფხვს გარდაავლებს ყირასა;     ყირა – ცხო(ვ)ელთ თავზე შემართვა. (წყარო: ორბელიანი, სულხან-საბა (1658-1725) ლექსიკონი ქართული / მოამზადა... ილია აბულაძემ ; [რედ.: ელ. მეტრეველი, ც. ქურციკიძე] ; საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ. : მერანი, 1991. - 20სმ.)
  აი, ამ სიზმრებს ხედავდა,
გამაეღვიძის მტირალსა;
ხან იფიქრებდა: „უდედოდ
გაზდა ვინა თქვა შვილისა!
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემებრ დღე-და-ღამ ტირისა!
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა...
     
  იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა“.
    ბრალი – 1. ძვ. ცოდვა, დანაშაული. 2. საწყალი, საცოდავი, დასანანი, შესაბრალისი, მარტოხელა კაცი (წყარო: ბეროზაშვილი, თამარ, ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2007. - 327 გვ. ; 24 სმ.).