მუხრან მაჭავარიანი: საბა
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
პაოლო | საბა | საქართველო | ტა,ტა,ტა,ტა!.. |
|
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და ... მეთხუთმეტე კაცად შევიდა, ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე, ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,- მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება. ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა; ოჰ, ოჰ ... ოჰ ...ოჰო- თქვა და თითქოს კიდეც ინანა, მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა (საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას); რაც შეიტანა,- ისევ ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ. - წვიმა არ არის!- საბას კაბა დაუსველა რამ?! - თოვლი არ არის!- საბას თავი გაუთეთრა რამ ?! - ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს - რამ დაასველა?! -რამ დაათეთრა?! -რა აკანკალებს?!- საქართველოა მისთვის:წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც! ... მზე ეთხოვება ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას... ეს სიცხადეა, სულხან – საბავ, თუ ფანტაზია?! დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,- ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,- სტამბოლში შვილი დედას სტირის,- ჰყიდიან ყმაწვილს (სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა, ნინოს, მუხლზე დაცემულს), რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს. უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!- წარმოსთქვა ბალღმა,- ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს. არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?! უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია? საბას ცრემლები მოეძალა,- ატირდა კაცი,- თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია. ვით ეს ყმაწვილი,- საქართველოც,- ასე მცირეა, საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს ასე ჰყიდიან... საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო,- სასაცილოა!.. შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰჯიდია ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი. მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა... მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?! გულს ნუ გაიტეხ!- მუხა კვლავაც შეიმოსება! |
|