ნუგზარ შატაიძე:  სვეტიცხოველი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 



დამხმარე მასალა:

თამარ იაშვილი:  ღამის სტუმარი

 


საყდრის ეზოში შესულს გეჩვენება, რომ სამშობლოში დაბრუნდი: მტკივნეულად ნაცნობი გალავანი, ტაძრის მშობლიურად თბილი კედლები, რბილი, რბილი ბალახით შემოსილი მიწა...

რა არის ეს? რატომ გიჩნდება ასეთი განცდა?

იქნებ იმიტომ, რომ აქედან დაიწყო შენთვის ნაცნობი საქართველო?

არმაზი შორს არის, წყვდიადში დანთქმულან დიადი კერპები, გაცი და გა, აქ კი, ამ მიწაში განისვენებს ებრაელი ქალი სიდონია, რომელსაც გულში მაცხოვრის კვართი ჩაუხუტებია.

უკვე ორი ათასი წელია, რაც ეს არის შენი სამშობლო, სწორედ ეს.

სხვა არ გახსოვს - მას შემაძრწუნებლად სქელი საბურველი ფარავს.