”ეკვილიბრიუმის” რუკა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ”ეკვილიბრიუმის” ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით განახლებული სოფლის ბიბლიოთეკების ამსახველი გრაფიკული რუკა შეიქმნა.

რუკაზე ასახულია ყველა ის რეგიონი და სოფელი, სადაც განახლდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, აღიჭურვა უახლესი ტექნიკით (კომპიუტერებით), ან დაარსდა ახალი ბიბლიოთეკა. 
ამ ეტაპზე რუკაზე 2012 წლიდან, ანუ მოძრაობა ”ეკვილიბრიუმის” დაწყების დღიდან დღემდე განახლებული ასობით სოფლის ბიბლიოთეკაა დატანილი თითოეული სოფლის დასახელებით.

მოძრაობა ”ეკვილიბრიუმი” გრძელდება და მისი მიზანია, რუკამ მთელი საქართველო მოიცვას . #ეკვილიბრიუმი

პროექტი ხორციელდება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად. #ინტერნეტიყველასოფლისბიბლიოთეკას