#: locale=en
## Media
### Audio
audiores_E538E050_E827_D56F_41E8_A0A025AC6B21.mp3Url = media/audio_E4B3DEFC_E824_4D17_41C2_5A978DA67DFE_en.mp3
audiores_E6CA0C54_E824_4D17_41D6_AD7F371C89FB.mp3Url = media/audio_E5C3D9F3_E824_B711_41D6_90F52AAA62A4_en.mp3
### Image
imlevel_D28DBBCD_DF3F_BBAF_41DF_BB5B6F1F5D80.url = media/popup_C8660336_DA3A_1EFB_41C6_6E47AE0BD787_en_0_0.jpg
imlevel_D28D4BCD_DF3F_BBAF_41CB_34001D52F6FD.url = media/popup_C8660336_DA3A_1EFB_41C6_6E47AE0BD787_en_0_1.jpg
imlevel_D28D5BCD_DF3F_BBAF_41B0_0F808CEEC20A.url = media/popup_C8660336_DA3A_1EFB_41C6_6E47AE0BD787_en_0_2.jpg
imlevel_D28D6BCD_DF3F_BBAF_41BB_673B3900541C.url = media/popup_C8660336_DA3A_1EFB_41C6_6E47AE0BD787_en_0_3.jpg
imlevel_D28D7BCD_DF3F_BBAF_41DB_63F149CC6770.url = media/popup_C8660336_DA3A_1EFB_41C6_6E47AE0BD787_en_0_4.jpg
imlevel_D2842756_DF3F_ACBD_41EB_DDCA2D31A78C.url = media/popup_C8F30D96_DA09_E5BD_41D3_BDED273321F9_en_0_0.jpg
imlevel_D287C756_DF3F_ACBD_41EB_802B87D7C2A1.url = media/popup_C8F30D96_DA09_E5BD_41D3_BDED273321F9_en_0_1.jpg
imlevel_D287F756_DF3F_ACBD_41AF_A8CD74C7EA9E.url = media/popup_C8F30D96_DA09_E5BD_41D3_BDED273321F9_en_0_2.jpg
imlevel_D2879756_DF3F_ACBD_41DD_B721C68CF97B.url = media/popup_C8F30D96_DA09_E5BD_41D3_BDED273321F9_en_0_3.jpg
imlevel_D2878756_DF3F_ACBD_41C1_23EF0317950A.url = media/popup_C8F30D96_DA09_E5BD_41D3_BDED273321F9_en_0_4.jpg
imlevel_D2FE832C_DF3F_64ED_41EB_C0E0B5B81270.url = media/popup_C9819EB2_DA0A_67F4_41CB_CE14054221E1_en_0_0.jpg
imlevel_D2FE932C_DF3F_64ED_41B3_91F53CF8E462.url = media/popup_C9819EB2_DA0A_67F4_41CB_CE14054221E1_en_0_1.jpg
imlevel_D2FE732C_DF3F_64ED_41E2_9B6BD4DF4F63.url = media/popup_C9819EB2_DA0A_67F4_41CB_CE14054221E1_en_0_2.jpg
imlevel_D2FE432C_DF3F_64ED_41EA_3CC89C0C483D.url = media/popup_C9819EB2_DA0A_67F4_41CB_CE14054221E1_en_0_3.jpg
imlevel_D2FE532C_DF3F_64ED_41CD_D1478E911D40.url = media/popup_C9819EB2_DA0A_67F4_41CB_CE14054221E1_en_0_4.jpg
imlevel_CB498C89_DA0A_2BBA_41DA_9EC5E453C8E4.url = media/popup_D4C07B76_DA0A_2D53_41AA_286370853152_en_0_0.jpg
imlevel_CB49BC89_DA0A_2BBA_41CE_8FC7AF910B75.url = media/popup_D4C07B76_DA0A_2D53_41AA_286370853152_en_0_1.jpg
imlevel_CB49AC89_DA0A_2BBA_4192_75344DA81AE2.url = media/popup_D4C07B76_DA0A_2D53_41AA_286370853152_en_0_2.jpg
imlevel_CB495C89_DA0A_2BBA_41E0_093893D63E25.url = media/popup_D4C07B76_DA0A_2D53_41AA_286370853152_en_0_3.jpg
imlevel_CB491C89_DA0A_2BBA_41B2_C00785DC5391.url = media/popup_D4C07B76_DA0A_2D53_41AA_286370853152_en_0_4.jpg
### Popup Image
### Title
photo_CA6509AD_DA0E_2DF7_41E7_A98C8EB75620.label = 1764227340566blob
photo_CB9D700B_DA06_1ABF_41E8_FCF4424678A9.label = 1764227571179blob
photo_CE12C7A0_DA3A_2596_41DB_70AA6840DC3F.label = 1764232522509blob
photo_CBCE629D_DA3E_7FA9_41C0_620F1875F6FA.label = 979A1525
photo_CBF043DD_DA06_1D59_41D9_2E0698ECED63.label = Gechtman Wide_Page_1
photo_CBD55F0F_DA3A_26A7_41E3_46E425654419.label = Gechtman Wide_Page_2
photo_C80F3B38_DA06_6EF6_41CF_337714FCA8F7.label = Gechtman Wide_Page_4
photo_C83B73DF_DA3A_7DA7_41E8_D482DBBE3015.label = Gechtman_Page_2
panorama_D59D829D_D9FA_7FCA_41DF_F2E6E1E3446F.label = IMG_7288 Panorama
## Popup
### Body
htmlText_CAD6A911_DA0E_2AAF_41C0_9ECF743ECEF6.html =
1870 წელს გერმანული წარმოშობის, სასამართლო კოლეგიის მდივნის, ნიკოლოზ გეხტმანისა და მანანა ჯორჯაძის, ცნობილი ქართველი მწერლის ბარბარე ჯორჯაძის ქალიშვილის ოჯახში დაიბადა პირველი ვაჟი გიორგი გეხტმანი.
დედის დამსახურებით გიორგი ბავშვობიდანვე ეზიარა ქართულ ლიტერატურასა და კულტურას. დედის დაჟინებული მოთხოვნითვე გადაწყდა გიორგის თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მიბარება. იმ სასწავლებელში სწავლა, სადაც სხვა და სხვა დროს სწავლობდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი ეამაყებოდა პატარა გიორგის. მრავალმხრივად დაჯილდოებული ახალგაზრდა ჩართული იყო გიმნაზიის თითქმის ყველა აქტივობაში - უკრავდა კლარნეტზე გიმნაზიის სასულე და სიმებიან ორკესტრში, მეცადინეობდა სამხატვრო წრეში, ვარჯიშობდა სპორტულ სექციაში, სწავლობდა ხელოსნობას და შეზღუდული პირობების მიუხედავად ცდილობდა დაუფლებოდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.
htmlText_C86104B1_DA06_1BEB_41E7_E5956FCAEE16.html = 1890 წელს გიორგი გეხტმანმა სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ ჰავის მიუღებლობის გამო გადავიდა ხარკოვის უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1895 წელს. სტუდენტობის პერიოდში, ორი წლის მანძილზე თავჯდომარეობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს, კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიაში; სწავლის დასრულების შემდეგ სათვისტომოს დაუტოვა თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა.
htmlText_C8BE9B3B_DA3E_2EE9_41D6_5C7FED2AEFC8.html = 1923 წლის 30 მაისს საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის“ დაარსების შესახებ. დირექტორად დაინიშნა სახკომსაბჭოს ცენტრალური აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი გეხტმანი. 1929 წელს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით ბიბლიოთეკას გადაეცა ყოფილი სათავადაზნაურო ბანკის შენობა. მაგრამ ამ შენობაში უკვე განლაგებულმა დაწესებულებებმა არ დაცალეს შენობა, გეხტმანი კი წინააღმდეგი იყო შენობის სრულ დაცლამდე გახსნილიყო ბიბლიოთეკა მკითხველისათვის. ახლოვდებოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების 10 წელი და ამ თარიღისათვის ბიბლიოთეკის მკითხველისათვის გახსნა აუცილებელი იყო. ამიტომ გეხტმანი მოხსნეს, ბიბლიოთეკა გახსნეს.
htmlText_C8C7BE74_DA3A_2778_41B6_4B4B78959627.html = 1940 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მიანიჭა ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; იმავე წელს სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებულმა უმაღლესი სკოლის კომიტეტმა გიორგი გეხტმანს მიანიჭა გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
„გეოგრაფიულ საზოგადოებაში ოცდათხუთმეტი წლის მუშაობის პერიოდში მისგან ამ საზოგადოებისათვის ჩუმი, უხმაურო სამსახურის მეტი არაფერი მახსოვს რა. უაღრესი თავმდაბლობა, მისაბაძი ურთიერთობა კოლეგებთან, სისტემატურად სასარგებლო საქმიანობა,- აი, ასეთად დარჩება გიორგი გეხტმანი საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მატიანეში“- აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი
htmlText_C8DC100B_DA06_1AAB_41B6_B7CE096B239E.html = "აი, მე უცხო ერის წარმოგზავნილი, ისე შევეზარდე ჩემს სამშობლო საქართველოს, რომ ვერავითარი ძალა ვერ გათიშავს იმ ღრმა სულიერ მისწრაფებას და სიყვარულს ქართული კულტურისადმი , რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარ შინაარს შეადგენს. ქართველ ხახლს აქვს ერთი შესანიშნავი წესი - ქართული კულტურისადმი კეთილად განწყობილ უცხოელსაც კი იგი გულში ჩაიკრავს და ღვიძლ შვილში არ გამოარჩევს."
გიორგი გეხტმანის კალამს ეკუთვნის 70-ზე მეტი დაბეჭდილი და დაუბეჭდავი შრომა.
გიორგი გეხტმანი პირველი მკვლევარია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მსოფლიოს ეკონომიურ-გეოგრაფიულ შესწავლას. 1925 წელს მან გამოსცა დიდი ნაშრომი „მსოფლიო ეკონომიური გეოგრაფია“. ეს იყო პირველი წიგნი ქართულ ენაზე, საერთოდ , ეკონომიურ გეოგრაფიაში.
1940 წელს გიორგი გეხტმანმა პირველმა შეადგინა ქართულ ენაზე ფიზიკურ-გეოგრაფიული სიტყვარ-ცნობარი
1942 წელს პირველმა გამოსცა ქართულ ენაზე მეტად მნიშვნელოვანი ცნობარი -„გეოგრაფიულ სახელწოდებათა ახსნა-განმარტებანი“
გიორგი გეხტმანი გახლდათ პირველი ქართველი ეკონომ-გეოგრაფი, რომელმაც მოგვცა საქართველოს კომპლექსური (ზოგად-ეკონომიური)დარაიონება.
გიორგი გეხტმანი იყო საყმაწვილო ჟურნალ „ნაკადულის “ ერთ-ერთი დამაარსებელი.
htmlText_C8B0329C_DA3A_FFA9_41EA_1903D1944701.html = გიორგი გეხტმანი ავალდებულებდა სტუდენტებს დაუფლებოდნენ ქართულ ენას. 1930 წელს ნიკოლზ აკერმანს, შემდგომში საჯარო ბიბლიოთეკის მთავარ ბიბლიოგრაფს, რუსულ ენაზე დაწერილი სადიპლომო შრომა დაუბრუნა და სამი თვით გადაუდო გამოცდა - შესძლებ და ქართულად უნდა ჩამაბაროო.
„უცებ კარი გაიღო , სიჩუმე ჩამოვარდა, აუდიტორიაში შემოვიდა საშუალოზე მაღალი, ხმელ-ხმელი, მხედრულად წელში გამართული, ჟღალთვალებიანი მოხუცი, ბლანჟეთი და პენსნეთი. ცალ ხელში, რომელიც გულთან მიედო, წიგნები ეჭირა, თავზე შავი ფესი ეხურა. ასე სამოცი წლის იქნებოდა. გამოზომილი, მაგრამ მტკიცე, ენერგიული ნაბიჯებით მოდიოდა. ისე მომეჩვენა თითქოს სიდარბაისლისთვის ანელებდა სვლას, თორემ , ფეხი რომ დაეკრა ცხრა მთას გადაევლებოდა. ყველა უმალ ფეხზე წამოდგა. უნებლიეთ რაღაც დიდი მოწიწებით გავიმსჭვალეთ ამ კაცისადმი. დარბაზს თვალი გადაავლო, თავის დაქნევით საერთო სალამი მოგვცა და გვანიშნა, დასხედითო. მაშინ არ ვიცოდით ეს კაცი ვინ იყო, მაგრამ მის პროფესორობაში ეჭვი არავის შეჰპარვია. მართლაც, ეს შესანიშნავი ლექტორი, პროფესორი გიორგი გეხტმანი აღმოჩნდა“. - ჟურნალისტი სერგო ხარაზიშვილი
htmlText_C87E7A72_DA06_6F6B_41CA_CCD6D1B4AD08.html = საქართველოში დაბრუნებული გიორგი გეხტმანი იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას. სხვა და სხვა სასწავლებლებში ის ასწავლიდა ისტორიას და ლიტერატურას, ფილოსოფიის ისტორიას, კითხულობდა ლექციებს დასავლეთ ევროპის ეკონომიურ ისტორიაში. 1906 წელს თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის მოსწავლეთა დაჟინებითი მოთხოვნით იგი აირჩიეს ამ სასწავლებლის დირექტორად. ეს პირველი შემთხვევა იყო თბილისში, როცა სასწავლებლის დირექტორი დანიშნეს მოსწავლეთა სურვილით. მისი დირექტორობის პერიოდში, 13 წლის მანძილზე სასწავლებელში არც ერთ მოსწავლეს არ დაურღვევია დისციპლინა.
„მისმა პირველმა შემოსვლამ ლექციაზე ჩვენში წარუშლელი კვალი დატოვა. არასოდეს დაგვავიწყდება მისი სიტყვები- არა მარტო წარჩინებით უნდა ისწავლოთ, სანიმუშოდ უნდა მოიქცეთ სკოლაში და მის გარეთ, არამედ, საერთოდ , ცხოვრებაში. უნდა იცხოვროთ ისე , რომ ხვალინდელმა დღემ არ გაგაწითლოთ გუშინდელი ყოფაქცევისათვისო. პატივს ვცემდით მას არა როგორც დირექტორს, არამედ როგორც საყვარელ მასწავლებელს. იგი იყო ჩვენი ნამდვილი აღმზრდელი, გულისხმიერი, თანამგრძნობი, მისაწვდომი, თავმდაბალი, უბრალო, საქმიანი და მომთხოვნი. ბევრი ჩვენგანი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მეგობრობდა მასთან.“-თბილისის კომერციული სასწავლებლის ერთ-ერთი მოსწავლე არამ აზატიანი.
htmlText_C927B6CC_DA3A_E7AE_41E7_79739474AC68.html = „საბიბლიოთეკო საქმის ენთუზიასტებს სიძნელეთა დაძლევაში ძალას გვმატებდა ის, რომ ამ საშვილიშვლო საქმეს -საჯარო ბიბლიოთეკის მუშაობას სათავეში ედგა ცნობილი მეცნიერი და შესანიშნავი ადამიანი პროფესორი გიორგი გეხტმანი. ჩვენს ბიბლიოთეკას ჰქონდა ერთი კარგი ტრადიცია, სამუშაოს დამთავრების შემდეგ ხშირად თანამშრომლები დირექტორთან ერთად მივუყვებოდით რუსთაველის პროსპექტს, ვნახულობდით მაღაზიებში ახალ თუ ძველ წიგნებს. წიგნების სამყაროში ასეთი მოგზაურობისას ვეცნობოდით როგორც ახალ, ისე ძველ , ძვირფასს გამოცემებს, ყველაფერი ეს კი უფრო მეტად გვაყვარებდა ჩვენს საქმეს“- რესპუბლიკის დამსახურებული ბიბლიოთეკარი ნიკოლოზ აკერმანი
„კ. მარქსის სახელობის საჯარო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორად მუშაობის ცხრა წლის მანძილზე (1923-1930) გ.გეხტმანმა დიდი მუშაობა გასწია ჩვენი ამ უდიდესი წიგნთსაცავის ფონდის გამდიდრების, საბიბლიოთეკო საქმის პროპაგანდისა და ახალი კადრების აღზრდის საქმეში. გიორგი გეხტმანის ერუდიციამ და წიგნის შესანიშნავმა ცოდნამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საკითხში“. რომან კვერენჩხილაძე
## Tour
### Description
### Title
tour.name = Gechtman 2025 Dec