საერთაშორისო კონფერენცია "მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში"

1997 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის კათედრისა და ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ცენტრის ბაზაზე შეიქმნა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, რომელსაც წელს დაარსებიდან ოცი წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია 2017 წლის 17-21 სექტემბერს ინსტიტუტში საერთაშორისო კონფერენციის - მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში ჩატარება. მის მუშაობაში მეცნიერებთან ერთად გათვალისწინებულია ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობა.