კატარინა სერგავას ექსლიბრისი
 07/02/2013

იშვიათ გამოცემათა განყოფილების ფონდში დაცულ წიგნებზე ხშირადაა  ამა თუ იმ მფლობელის ექსლიბრისი. წიგნის ნიშნის სხვადასხვა სახეობებს შორის აღსანიშნავია მხატვრული ექსლიბრისი, რომელიც  ყდის შიდა მხარეს, ფორზაცზეა  დაკრული.  ასეთ ექსლიბრისებზე  პიროვნების ინტერესების სფერო ან  პროფესია იკითხება.

ამჯერად წიგნის მფლობელთა გალერეას შეემატა კიდევ ერთი, ბალერინა კატარინა სერგავა. 1911 წელს გამოცემულ წიგნში -  В. Светлов -Coвременный балет , სერგავას ექსლიბრისზე   სცენაზე დაირიანი ბალერინას ცეკვის ერთი წამია აღბეჭდილი, აქ სერგავა  მხატვარს პუნის ბალეტის იგივე სახელწოდების ბალეტში ესმერალდას როლში დაუხატავს, ხოლო თავისი ინიციალები   ლათინური წარწერის – Katharina Sergava–ს ზემოთ  მიუწერია: ” E.B. “.

კატარინა სერგავა, ნამდვილი გვარით ეკატერინა სერგეევა, დაბადებულა თბილისში, 1910 წელს. მამამისს ნავთობის ბიზნესი ჰქონია. გოგონას სკოლის დამთავრების შემდეგ უსწავლია მოსკოვის ხელოვნების სკოლაში.

სერგეევების ოჯახი თეთრგვარდიელების დამარცხების შემდეგ გამგზავრებულან ამერიკაში, სადაც ბალერინამ  კატრინა სერგავას სახელი მიიღო.

ეკატერინა სერგეევა დრამატულ ხელოვნებას სწავლობდა ლონდონსა და პარიზში. ამავე დროს მსახიობიც იყო და მონაწილეობას იღებდა ჰოლივუდის ფილმებში. პოპულარობა მოიპოვა ფილმ ბალეტში „ოკლახომა“ . გარდაიცვალა ამერიკაში 2005 წელს.