საქართველოს ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობის პერიოდში : [მონოგრაფია]
 14/09/2018

ნაშრომში მდიდარი საარქივო მასალისა და სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენებით,განხილული და შესწავლილია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II მოღვაწეობის პერიოდი. მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიარებული კანონიკური სამართლის ჩარჩოებში განხილულია საქართველოს ეკლესიის ძირითადი საკანონმდებლო დოკუმენტები. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობას სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან. აგრეთვე მის დამოკიდებულებას „წმინდა და დიდი კრების" გადაწყვეტილებებისადმი.