ეთნოლოგიური თბილისი : თბილისელთა ტრადიციული ყოფა და კულტურა
 18/09/2018

საქართველო ისტორიულ ეთნოგრაფიული მხარეების ერთობლიობას წარმოადგენდა; ასეა დღესაც, მართალია ქვეყნის დედაქალაქი თბილისი ქართლშია, მაგრამ ის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ეთნოგრაფიული ერთეული. ამას არა მხოლოდ ქალაქური ყოფა განაპირობებდა, არამედ ქართული და არაქართული კულტურების თანხვედრა. აქ ამ კულტურათა დიალოგი აშკარად იყო, რომელშიც წამყვანი პოზიცია ყოველთვის ქართულს ჰქონდა. ძველი თბილისური ყოფიდან ბევრი რამ დავიწყებას მიეცა, რაც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ევროპეიზაციის მძლავრმა ქროლვამ განაპირობა. წინამდებარე წიგნი მივიწყებულ ეთნოგრაფიულ თბილისს, მის ტრადიციულ ყოფასა და კულტურას ეხება.