"ვეფხისტყაოსნის" ფილოსოფიური შეხედულებები
 19/09/2018

რუსთველის „ვეფხისტყაოსანი" არა მხოლოდ მაღალმხატვრული ლიტერატურული შედევრია, არამედ ორიგინალური ფილოსოფიური პოემაა, რომელიც იწყება ღვთის მიერ სამყაროს შექმნით და მთავრდება მსოფლიო თანაცხოვრების მოდელის ჩამოყალიბებით. რუსთველოლოგებმა ტიტანური შრომით ბევრი რამ გამოიკვლიეს, მაგრამ რუსთველის სიბრძნე ამოუწურავია. ამ წიგნში ისეთ საკითხებზე იქნება საუბარი, რაც დღემდე არ გამოუკვლევიათ, ან ნაკლები ყურადღება ჰქონდათ დათმობილი. ნაშრომში ციტატები მოყვანილია „ვეფხისტყაოსნის" 1958 წლის გამოცემიდან.