ტიციანელო : [ტიციან ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება]
 24/09/2018

ტიციან ტაბიძე არა მხოლოდ გამორჩეული პოეტია, ის ასევე გამორჩეულია თავისი ხვედრით. მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ტიციანი პირისპირ აღმოჩნდა მისთვის მიუღებელ კომუნისტურ რეჟიმთან და, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, პოეტი თითქმის ჩაერთო კიდეც თავის ეპოქის რიტმში. ხელისუფალთათვის ის მაინც აღითქმებოდა მოწინააღმდეგედ, მტრულად განწყობილ შემოქმედად, რაც პოეტის სიცოცხლის ლიკვიდაციით დასრულდა. ცისფერყანწელები ქართველი მკითხველისათვის დღემდე რჩებიან სიცოცხლეზე, პოეზიაზე, სამშობლოზე შეყვარებულ შემოქმედთა ერთგვარ სიმბოლოდ. ამიტომაც ამ წიგნში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ტიციანისა და მისი მეგობრების უაღრესად საინტერესო ცხოვრება.