"ვეფხისტყაოსნის" პარადიგმული სახისმეტყველება და განსახოვნების თავისებურებანი : [ნარკვევები]
 08/10/2018

წიგნში შესულ ნარკვევებს რუსთაველის ესთეტიკური ნააზრევი და მხატვრული განსახოვნების თავისებურებანი აერთიანებს. წარმოდგენილი პრობლემატიკა, ძირითადად, „ვეფხისტყაოსნის" პარადოგმული სახისმეტყველების კვლევა-ძიებას მიემართება. ყოველივე ეს, პოემის ტექსტის, წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემთა საფუძვლიან ანალიზთან ერთად, ტიპოლოგიურ მიმართებათა გამოსავლენად მოხმობილი სხვადასხვა ეპოქის შემოქმედთა ნააზრევის განხილვას მოიცავს. ტრადიციული მოსაზრებების კვალდაკვალ წიგნში საკითხთა შესახებ ახალი მოსაზრებები და ვარაუდებია გამოთქმული.