ქართული დემოკრატია = La démocratie Géorgienne
 08/10/2018

1920 -30-იან წლებში დასავლეთ ევროპაში საქართველოს შესახებ რამდენიმე ნაშრომი გამოქვეყნდა. საქართველოს პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკის მოდელის გაცნობა ევროპელი მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ გამოცემულ პუბლიკაციათა შორის გამორჩეულია ჟურნალისტისა და აქტივისტის, ვლადიმირ ვოიტინსკის, ფრანგულენოვანი ნაშრომი „La démocratie Géorgienne" , რომელიც 1921 წელს პარიზში დაიბეჭდა. წიგნში კრიტიკულად და საინტერესოდაა  წარმოდგენილი როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფა, ასევე აქ მიმდინარე მოვლენები და რეფორმები. მნიშვნელოვანია, რომ წიგნზე მუშაობისას ავტორი საქართველოში იმყოფებოდა და უშუალოდ აკვირდებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.