გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადება : კომენტარები
 08/10/2018

მოცემული ნაშრომი არის პირველი მცდელობა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი და მნიშვნელოვანი ქართული სამართლის ძეგლის-გიორგი ბრწყინვალის „ძეგლის დადების"- მუხლობრივი, სამართლებრივი ხასიათის კომენტარების შექმნისა, რომლის ფორმატიც ასეთია: პირველ რიგში, ხდება მუხლის შინაარსის თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოცემა; შემდეგ- მუხლის იურიდიული ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში - მუხლის არაერთგვაროვნად თუ რთულად გასაგები ცალკეული მონაკვეთების თუ ფრაზების შინაარსის შესახებ მოსაზრების თუ ვარაუდის გამოთქმა, ასევე, ცალკეული ტერმინებისა და სიტყვების განმარტება, ძეგლში მოყვანილი თანამდებობებისა და ზოგიერთი სოციალური ჯგუფის არსის და ფუნქციების განსაზღვრა.