აიათი, ქმნულების ცოდნის წიგნი
 19/07/2013

მეცნიერული ხასიათის პირველნაბეჭდი ქართული წიგნი. ტექსტი სპარსულიდან თარგმნა სპარსეთში ტყვეობაში მყოფმა ქართლის განმგებელმა ვახტანგ ბაგრატიონმა. ნაშრომი დაიბეჭდა 1721 წელს თბილისში, მის მიერვე დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში. რედაქტორი იყო ნიკოლოზ ორბელიანი. წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ასტროლოგიური ხასიათისაა, მეორე–გეომეტრიული. შეიცავს [4], 148 გვერდს, შემორჩენილია ერთეული რაოდენობით.

სტამბის ტექნიკური  შესაძლებლობების შეზღუდულობის გამო,  გამოცემის  ფურცლებზე შეუვსებელი ადგილებია დატოვებული. უმეტეს ეგზემპლარში მათ ადგილას გვხვდება ხელით  შავ და წითელ ფერში შესრულებული  ნახაზები. ეროვნულ ბიბლიოთეკის FS 3820/09 ეგზემპლარი  უნახაზო ვარიანტია დავით   ჩუბინაშვილის პირადი ფონდიდან.