ქართველი მწერლები : ბიოგრაფიები, ხელნაწერები, ფოტოები : [წიგნი-ალბომი]
 10/10/2018

წინამდებარე წიგნი ერთგვარი კრებულია ცნობილი ქართველი მწერლების ბიოგრაფიების, ხელნაწერების,ფოტოებისა და სურათებისა. გამოცემა ერთი მხრივ ბიოგრაფიული დეტალებითა და ფოტომასალითაა მდიდარი. მეორე მხრივ კი სავსეა საინტერესოდ მიმოხილული ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებით. დაინტერესებული თვალი ბევრ უცნობ და საყურადღებო დეტალს აღმოაჩენს წიგნში, არა მხოლოდ საბჭოთა მანქანის მიერ რეპრესირებული ავტორების, არამედ იმათ შესახებაც, ვინც უკვე დიდი ხანია, რაც ქართული ლიტერატურის ხელშეუხებელ კლასიკად ითვლება. წიგნი მოიცავს ოცდაცხრა ავტორს, სულხან-საბა ორბელიანიდან ვიდრე მირზა გელოვანამდე. მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოდან მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით.