მდუმარე სახლი : [რომანი]
 18/10/2018

"მდუმარე სახლი" ცნობილი თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის, რიგით მეორე რომანია. იგი 1980-1983 წლებშია დაწერილი. რომანში წამოჭრილი პრობლემა - გაუცხოება - არაა ახალი მსოფლიო ლიტერატურისათვის, მაგრამ ფამუქის ღირსება ისაა, რომ კაცობრიობის მარადიულ სატკივარს მეტ სიმძაფრეს სძენს. ამას ერთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის საკითხებიც, რომელიც ფამუქის შემოქმედებაში პირველად სწორედ „მდუმარე სახლში" წამოიჭრა და შემდეგ სხვა რომანებშიც გადავიდა.პირველად ამ რომანში გაბატონდა აზრი, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ზღვარის მოშლის მცდელობა განწირულია. ამ რომანის გმირი მიხვდა, რატომ არის ღმოსავლეთი აღმოსავლეთი და დასავლეთი-დასავლეთი.