წითური ქალი : [რომანი]
 18/10/2018

თანამედროვე თურქი მწერლის ორჰან ფამუქის ბოლო რომანი „წითელი ქალი" 2016 წელს გამოვიდა, რომელიც სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. მოქმედება თურქეთში ხდება, სტამბოლის მახლობლად, პატარა ქალაქ ონგორენში, თურქეთში მიმდინარე ისტორიული მოვლენების ფონზე. ესაა ამბავი ნაწარმოების მთავარი გმირის, ლიცეუმის მოსწავლის, ჯემ ჩელიქისა, რომელსაც შეუყვარდება იდუმალი , ბევრად უფროსი წითურთმიანი ქალი, მოხეტიალე თეატრის მსახიობი, რომელიც ყოველ საღამოს მაყურებელს ძველ ზღაპრებსა და თქმულებებს უამბობს. ჯემ ჩელიქი პირველად გამოცდის ძლიერ სიყვარულს, ეჭვიანობას, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობას. ოცდაათი წლის შემდეგ კი ისევ შეხვდება თავის წარსულს. და კიდევ, ეს არის ამბავი საშინელი ცოდვისა, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე სდევს თან მთავარ გმირს, ბედისწერას კი ვერავინ გაექცევა.