ნორვეგიული ზღაპრები
 01/11/2018

წარმოდგენილი წიგნი არის კლასიკური ნორვეგიული ხალხური ზღაპრების კრებული, რომელიც 1840 წელს შეაგროვეს პეტერ კრისტენ ასბიერსენმა და ეთნოგრაფმა, ეპისკოპოსმა და მწერალმა იორგენ მომ. სწორედ მათ შთააგონეს ზღაპრების შეგროვება გერმანელ ძმებ გრიმებს, რომლებიც, თავის მხრივ, ნორვეგიულ ზღაპრებს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდნენ. ზღაპრები თრგმნილია ორიგინალური ნორვეგიულიდან, ყოველგვარი ცენზურის გარეშე. აღსანიშნავია, რომ კრებულში შესული ზოგიერთი ზღაპრის პერსონაჟი ძალიან ნაცნობიც კი შეიძლება იყოს ქართველი მკითხველისათვის - განსაკუთრებით გამორჩეულია ამ მხრივ უმცროსი ძმა ასკელადი, ნაცრის ბიჭი, რომელიც ქართველ ნაცარქექიას ჰგავს არა მარტო სახელით, არამედ ხასიათით. ასევე კლასიკურია კრებულში გამოქვეყნებული ილუსტრაციებიც.