ფუტკრების იდუმალი ცხოვრება : [რომანი]
 05/11/2018

ამერიკელი მწერლის, სიუ მონკ კიდის რომანი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება" 2002 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელურად იქცა. რომანში გადმოცემულია მოზარდის სულიერი ჩამოყალიბების პროცესი, თოთხმეტი წლის ლილი ოუენსი, რომელსაც ადრეული ბავშვობისას შემთხვევით დედა შემოაკვდა, თავის ისტორიას მოგვითხრობს. შავკანიან მსახურ ქალთან ერთად ლილი შინიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს მამის დესპოტიზმს. ის გამოცდის მარტოობას, შეიტყობს სიმართლეს დედაზე და ბოლოს, ჰუმანური და ბრძენი მეფუტკრე ქალების ოჯახში მოხვედრის შემდეგ, სულიერ სიმშვიდეს პოვებს.