გერმანე [მღვდელ–მონაზონი], სწავლა თუ ვითარ მართებს მოძღვარსა სწავლება მოწაფისა
 23/08/2013


პირველი საღვთისმეტყველო სახელმძღვანელო, დაბეჭდილი ქართულ ენაზე, ქართველი ავტორის მიერ შედგენილი პირველი სასწავლო გამოცემა. განხორციელდა 1711 წელს თბილისში, პირველ ქართულ სტამბაში. შეიცავს 411 გვერდს. განკუთვნილია ყრმათათვის. ტექსტს ერთვის სტამბის დამაარსებლის, ვახტანგის ანდერძი, მესტამბის წინასიტყვაობა და ავტორის ბოლოსიტყვაობა სწავლის აუცილებლობისა და წიგნის მიზანდასახულება. გამოცემაში, მართლმადიდებლობის ძირითად დებულებათა შესწავლის გასაადვილებლად, გამოყენებულია საერო – მხედრული შრიფტი; სწავლება აგებულია კითხვა–პასუხის ფორმით, აზრი გადმოცემულია ხალხური, მარტივი ენით. ჩანს, ტირაჟი მცირე იყო: იმავე საუკუნეში გერმანეს სახელმძღვანელო არაერთხელ გადაუწერიათ და ხელნაწერების სახითაც გავრცელებულა. ეროვნული ბიბლიოთეკის K 368/109 ეგზემპლარი სრული, კარგად დაცული ცალი.