ერობა : თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში 1918. ტ. 1
 30/01/2019

წინამდებარე გამოცემა 1918-1920 წლების საერობო რეფორმას ეხება და დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს არა მარტო რეფორმის ჩატარების სპეციფიკასა და მის გეოგრაფიას, მისი მიმდინარეობის ძალიან საინტერესო დეტალებს მაზრების მიხედვით, არამედ თვითმმართველობის საკითხებზე მიმდინარე მთელ დისკურსსა და არსებულ გამოწვევებსაც XIX საუკუნის შუიდან მოყოლებული 1918 წლამდე. კვლევაში ნათლად ჩანს, თუ როგორ ნატრობდნენ საქართველოს მოქალაქეები თვითმმართველობის რეფორმას და როგორ ელოდებოდნენ ხელსაყრელ მომენტს ქვეყნის დეცენტრალიზაციისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს მეფის რუსეთი კრიტიკულად ეკიდებოდა და არც რეალური იმედი არსებობდა. მაშინდელი განმანათლებლები  დაუღალავად მუშაობდნენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად და თვითმმართველობისათვის მოსახლეობის მოსამზადებლად. ერობის რეფორმის შესახებ არსებული საარქივო დოკუმენტაცია იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ საჭირო იქნება საგამომცემლო სერიის გაგრძელება.