მინიატურული ვეფხისტყაოსანი
 03/09/2013

მინიატურული ვეფხისტყაოსანი . გამოიცა 1943 წელს ბერლინში, ქართველ ღირსეულ მამულიშვილთა მიერ.  „საერო ბიბლიად“ წოდებული ვეფხისტყაოსნის ეს გამოცემა მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველ მეომრებს ჯიბით დაჰქონდათ.

მინიატურულ გამოცემას მხოლოდ ორი ილუსტრაცია – თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები ამშვენებს. წიგნის მფლობელი პოლონეთში მცხოვრები, ლეგიონის მებრძოლი, ემიგრანტი ქართველი  მიხეილ კვალიაშვილი იყო. სწორედ მან შეამკო წიგნი შავი ხავერდის ყდით და ეროვნულ ბიბლიოთეკას შემოსწირა.