სიტყვები : [პუბლიცისტური წერილები]
 31/01/2019

გურამ გეგეშიძე საყოველთაოდ ცნობილია ისეთ შემოქმედად, ვინც სიმართლით, პატიოსნებით, თავმდაბლობით, პრინციპულობით განვლო დიდი მწერლის ცხოვრების რთული გზა. მწერლის მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის განუყოფელი შემადგენელია, მისი კრიტიკული და ლიტმცოდნეობითი ნამუშევარია, რაც წლების მანძილზე ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა და 1988 წელს გამომცემლობა „მერანმა" ცალკეული ნაწილები წიგნადაც გამოაქვეყნა საერთო სათაურით „სიტყვები". ახლაც იგივე სათაურით ვრცელდება უფრო ყოვლისმომცველი წერილები, გამოკვლევები , დიალოგები, ინტერვიუები, ესეები, რაც ავტორმა შეკრიბა და ერთი სათაურის ქვეშ მოაქცია. აღსანიშნავია 1987 წელს დაწერილი და გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში" გამოქვეყნებული წერილი „ილიას მაგალითი დღეს". „ერთადერთი გზა, ეს არის ილიას მიერ დასახული გზა, რომელმაც შეიძლება უფსკრულს დაგვაცილოს და გადაგვარჩინოს. ეს რის გზა პიროვნულზე უფრო მაღლა ეროვნულ-საზოგადო ინტერესების დაყენებისა, მაგრამ წავალთ ჩვენ ამ მიმართულებით, მზადა ვართ ამისათვის?" ამ კითხვას მხოლოდ ფართო მკითხველი საზოგადოება უპასუხებს.