აგნეს გრეი : [რომანი]
 31/01/2019

ახალგაზრდა აგნესი კარჩაკეტილ ცხოვრებასთან დამშვიდობებასა და სამყაროს გაცნობას მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც მისი ოჯახი მატერიალურ გასაჭირში აღმოჩნდება. განსაკუთრებულსა და კარგად აღზრდილს, რომელიმე მდიდარი ოჯახის გუვერნანტობა საუკეთესო გამოსავლად მიაჩნია და იმედებით სავსე ტოვებს მშობლიურ სახლს. სამყარო კი, თურმე, სულ სხვანაირია- სიხარულით ხელგაშლილი არ ეგებება აგნესს, სადაცაა იმედებს დაუმსხვრევს და ადამიანებისადმი ნდობასაც დააკარგვინებს. ერთ განსაცდელს მეორე მოსდევს. თითქმის მთელი ქვეყანა მის წინააღმდეგ ამხედრდა. თუმცა, ძნელია მოერიო ადამიანს, რომელიც მხნეობის, გონიერებისა და მოთმინების მაგალითია. ალბათ, სწორედ ამ ღირსებების გამო დაიმსახურა მთავარმა გმირმა, რომ უმცროსი ბრონტეს პირველ რომანს სწორედ მისი სახელი- „აგნეს გრეი" ერქვას.