ყრუთა ქვეყანა : რომანი, ნოველები, მცირე ამბები, მინიმალისტური პროზა
 31/01/2019

„ყრუთა ქვეყანა" რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, ნოდარ მამაცაშვილის რიგით მეხუთე კრებულია. კრებული იწყება რომანით „ძველი სახლის აჩრდილები", რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L"-ის ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი" ჟიურის რჩეულ ხუთეულში მოხვდა. ნაწარმოებში მოთხრობილია ერთი თბილისური სახლის ამბავი მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან დღემდე. ამ ტიპური ქალაქური შენობის თითოეული მკვიდრი თავისი ეპოქის სულს გამოხატავს, რაც საბოლოოდ ერთ კონტრაპუნქტად ერთიანდება. რომანში ავტორი ცნობილი თბილისური ამბის საკუთარ ვერსიებსაც გვთავაზობს. ფორმის მიხედვით ნაწარმოები თრილერის ჟანრს განეკუთვნება, თუმცა დაკვირვებულ მკითხველს არ გაუჭირდება ამ ჟანრისადმი ავტორის ლაღი დამოკიდებულების ამოცნობა. წიგნის მეორე ნაწილს ნოველები შეადგენს.