ქარიშხლიანი უღელტეხილი : [რომანი]
 01/02/2019

ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი"  ყველაზე რომანტიკული რომანია, რომელიც კი დაწერილა ინგლისურ ენაზე. ახალგაზრდა გოგონას მიერ აღწერილი პერსონაჟები და ამბები იმდენად გულში ჩამწვდომია, ვერც კი იჯერებ, რომ ეს წიგნი მწერლის პირველი და ერთადერთი ნაწარმოებია. ვირჯინია ვულფი წერდა, ეს უბრალოდ სასიყვარულო რომანი კი არ არის, არამედ ბევრად უფრო ღრმა ნაწარმოებია. მისი დედააზრი, რომ ადამიანური ბუნების გამოვლენის საფუძველი ის ძალებია, რომლებიც მას დიდებულებას სძენს, აყენებს ამ რომანს განსაკუთრებულ, თვალსაჩინო ადგილზე მსგავს რომანთა შორის.