ნოველები
 01/02/2019

შტეფან ცვაიგი მე-20 საუკუნის უდიდესი ავსტრიელი მწერალია, რომლის ემოციურად და ფსიქოლოგიურად დატვირთული ნოველები გულგრილს არავის ტოვებს. ადამიანის განცდათა სიღრმე, მრავალმხრივობა თუ განსაკუთრებულობა ცვაიგივით ალბათ, არავის ესმოდა. შესაბამისად ამ განცდათა ანალიზი და ლიტერატურულ პერსონაჟებზე მორგებაც მისნაირად არავის გამოსვლია. ცვაიგის ნოველები ხასიათთა საოცარი, ამოუწურავი გამაა, ემოციებისა და გრძნობების კიდობანია.