შუშის სასახლე : მოგონებები
 01/02/2019

ჟურნალისტისა და მწერლის, ჯანეტ უოლსის ავტობიოგრაფია ნამდვილ, თუმცა დაუჯერებელ თავგადასავალს მოგვითხრობს. ავტორი,  ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახის შესახებ გვიყვება, რომლის წევრებიც თითქოს წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ, თუმცა ყოველივე რეალურია. უოლსების ოჯახის თავგადასავალი უდაბნოში იწყება, დათოვლილ მთებში გამოიწრთობა და ბეტონისა და მინის ჯუნგლში იყვავილებს. უკიდურეს სიღარიბეში, თუმცა წარმოუდგენელი თავისუფლების პირობებში გაზრდილი  ოთხი და-ძმა გადარჩენისთვის იბრძვის, მათი პრობლემების მთავარი წყარო კი გამუდმებით მეოცნებე ლოთი მამა და დრამატულად უბედური ხელოვანი დედაა.. მაგრამ უოლსები არ ნებდებიან, არ ჩერდებიან, მოძრაობას განაგრძობენ, გზად კი შუშის სასახლის ნამსხვრევებს ტოვებენ. "შუშის სასახლე"-მ არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. 2017 წელს გაქირავებაში მისი ეკრანიზაციაც  გამოვიდა.