ორიქსი და კრეიკი : [რომანი]
 04/02/2019

მარგარეტ ეტვუდის „ორიქსი და კრეიკი" კიდევ ერთი დისტოპიური შედევრია ავტორის, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის საზარელ მომავალს წინასწარმეტყველებს. სამყაროს აღსასრული დადგა. დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია დარჩენილი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას. რამ დაღუპა კაცობრიობა: კორპორაციების სიხარბემ, მუდმივი სიცოცხლისა და ახალგაზრდობისკენ სწრაფვამ თუ ერთი გენიოსის ახირებამ? უკანასკნელმა ადამიანმა უნდა გაუძლოს შიმშილს, აუტანელ მარტოობასა და დამაყრუებელ სიჩუმეს. რათა მოგიყვეთ თავის მეგობარზე, კრეიკზე,რომელმაც ერთხელ თავი ღმერთად წარმოიდგინა და ორიქზე, რომელიც ორივე მეგობარს სიგიჟემდე უყვარდა. ეს ერთდროულად საზარელი და უმშვენიერესი რომანი არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა. მიუხედავად იმისა, რომ მასში სამყაროს მომავალია აღწერილი.